დაკავებულ ვეტერანებს წაუყენეს ბრალდება ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით | საქართველოს ამბები | ||
გმირთა მოედანზე დაკავებულ ომის ვეტერანებს წაუყენეს ბრალდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლით, რაც ითვალისწინებს მცირე ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. ,,IPN" განცხადებით ერთ-ერთის დაკავებულმა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა როგორც თქვა აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით და 90 დღიან ადმინისტრაციული პატიმრობას. თუმცა ადვოკატი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ვეტერანებს დააკისრონ მხოლოდ ჯარიმა და გამოუშვან. 3 იანვარს პოლიციამ გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ვეტერანებსა და სამართალდამცავებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. შედეგად რამოდენიმე ვეტერანი იქნა დაკავებული. 1992-93 და 2008 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ნაწილმა გმირთა მოედანზე დაიწყო პერმანენტული აქციების გამართვა გასული წლის 27 დეკემბრიდან. ისინი მთავრობას ადანაშაულებენ, რომ ადგილი აქვს მათი მხრიდან უყურადღებობას ვეტერანთა მიმართ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_945.html
| |||
განათავსა - Legatuss | 04 იან. 2011, 19:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.