საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც იკვლევდა სიტუაციას მსოფლიოს 87 ქვეყანაში, საქართველოს წარმოადგენს ერთ–ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის. საქართველოში ბიზნესის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ 4 პროცედურის გავლა. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბევრად უფრო სწრაფად ხდება შ.პ.ს. შექმნა. უცხოური კოპანიებისთვის არაა საჭირო დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა და დამტკიცება იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ ფილიალს. კომპანიას შეუძლია რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები შეავსოს ონლაინ რეჟიმში და აიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. კომპანიას აგრეთვე შეფერხებების გარეშე შეუძლია გახსნას ანგარიში უცხოურ ვალუტაში. საქართველოში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიწყოს ბიზნესი 4 დღეში. მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად პოლონეთში ბიზნესის დასაწყებად საჭიროა 33 დღე, რუსეთში – 31, საბერძნეთში – 22, ბულგარეთში – 20, სომხეთში – 18, თურქეთში – 8. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_944.html
| |||
განათავსა - Legatuss | 04 იან. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.