საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთს დააკავშირებს 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთს დააკავშირებს 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის ბოლოსათვის. ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა. მისი თქმით მიმდინარე წელს კომპანია ,,ენერგო–პრო ჯორჯია" ააშენებს სარფიდან თურქეთის ქალაქ მიურატლის მიმართულებით დამატებით ელექტროგადამცემ ხაზს. საქართველოსა და თურქეთს შორის 500კვტ–იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ხორციელდება 2009 წლიდან. მისი მშენებლობა დასრულდება 2011 წლის ბოლოს. პროექტის ღირებულებაა 220 მლნ ევრო, რომელიც EBRD, KfW და EIB გამოყო კრედიტის სახით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_943.html
| |||
განათავსა - Legatuss | 04 იან. 2011, 19:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.