2011 წლის იანვარში Georgian Airways განახორციელებს ავიარეისებს მოსკოვის მიმართულებით | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართული ავიაკომპანაია Georgian Airways - Airzena, რომელსაც რუსეთის მხრიდან ჰქონდა ნებართვა მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების განხორციელების დეკემბრის ბოლომდე, აღნიშნულ ვადა გაუგრძელეს 2011 წლის იანვრის ჩათვლით. ,,შესაბამისი ნებარათვა უკვე მიღებულია. იანვარში რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, შესრულდება კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას", - განაცხადა Georgian Airways საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. მან აღნიშნა, რომ იანვარში აგრეთვე შესრულდება ორი ავიარეისი სან-პეტერბურგის მიმართულებით და ამ რეისის განხორციელების ნებართვაც უკვე მიღებულია. Georgian Airways პარალელურად მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს ავიაკომპანია ,,Сибирь". მან პირდაპირი ჩარტერული ავიარეისების შესრულების ნებართვა მიიღო აგვისტოში. ,,Сибирь" ამ მიმართულებით რეისებს ახორციელებს კვირაში 3-ჯერ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_941.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 იან. 2011, 20:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.