ესტონეთი ოფიციალურად შეუერთდა ევროზონას | მსოფლიოს ამბები | ||
2011 წლის 1 იანვარს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრუს ანსიპმა ტალინის ცენტრში მოედანზე დადგული ბანკომატიდან აიღო ქვეყანაში პირველი ევროს ვალუტა, რითაც ოფიციალირად გააკეთა დემონსტირირება იმისა, რომ ესტონეთი გახდა ევროკავშირის რიგით მე-17 წევრი ქვეყანა. 1991 საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ესტონეთი ყველა მთავრობა ევროპკავშირისა და ევროზონაში შესვლას განიხილავდა, როგორც ქვეყნის პრიორიტეტულ საკითხს. 2004 წლის მაისში ქვეყანა გახდა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ევროზონაში გაწევრიანებისათვის ესტონეთმა გასული წლების განმავლობაში შეიმუშავა და განახორციელა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური მექანიზმები, მათ შორის რეფორმები სოციალური უზრუნველყოფის სფეროსა და საგადასახადო სისტემაში, ეროვნული ვალუტის მყარი კურსის შენარჩუნება ევროს მიმართ, კონტროლი ინფლაციაზე, უმუშევრობაზე და სხვა. 2010 წლის ივლისში ევროკავშირის 27 ქვეყნის ფინანსთა მინისტრთა შეხვედრაზე ბრიუსელში, მოხდა შეთანხმება 2011 წლის 1 იანვარს ესტონეთის ევროზონაში გაწევრიანების თაობაზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_939.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 იან. 2011, 20:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.