საქართველოს საკრედიტო რეიტინგი B-დან B+-მდე გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
Standard & Poor’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი B-დან B+-მდე გაზარდა. BB--დან BB-მდე გაიზარდა საქართველოს სატრანსფერო და საკონვერტაციო შეფასებაც (Transfer and Convertibility Assessment). Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსთა შეფასებებით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია საბაზრო რეფორმებზე, რასაც ეკონომიკისა და ფისკალური ინდიკატორების გაუმჯობესება შეუძლია. დაბალი საგადასახადო განაკვეთები და მეგობრული ბიზნეს-გარემო შეიძლება ზრდადი ინვესტიციების შემოდინების პირობა გახდეს. ამასთან ერთად, საქართველო, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო გზას წარმოადგენს. მომავალში საქართველოს მშპ სულ უფრო სწრაფად გაიზრდება. მყარი ფინანსური კონსოლიდაცია, 2008 წლამდე პერიოდის მაჩვენებლამდე ეკონომიკური ზრდა, უცხოური ინვესტიციების შემოდინება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემცირება შესაძლოა საქართველოს რეიტინგის კიდევ უფრო მეტი ამაღლების პირობად იქცეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_938.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 იან. 2011, 20:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.