ალექსანდრიაში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 21–მდე გაიზარდა | მსოფლიოს ამბები | ||
Associated Press ცნობით ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, შაბათს ღამეს, კოპტკების ეკლესიასთან მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 21–მდე გაიზარდა. დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ადგილობრვი დროით 0:30 საათზე, როდესაც მორწმუნეები გამოდიოდნენ ეკლესიიდან. მღვდლის თქმით სულ ეკლესიაში იმყოფებოდა დაახლოებით 1000 ადამიანი. Agence France-Presse ცნობით დაიჭრა 8 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობის დაზუსტება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აფეთქების ადგილიდან წაიღეს დაღუპულთა გვამები. ამასთამ ერთად პოლიციამ განაცხადა, რომ ჯერ–ჯერობით არ შეუძლიათ დაზუსტებით თქვან იყო თუ არა დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილება ავტომობილში, რომელიც გაჩერებული გახლდათ ეკლესიის მახლობლად. შესაძლებელია ბომბა განთავსებული იყო ავტომობილის ქვეშ. თვითმხილველების განცხადებით აფეთქების შემდეგ, გაბრაზებულმა ქრისტიანებმა სამართალდამცავებს შეუტიეს და დაარბიეს მეზობელი მეჩეთი. ქალაქის ქუჩებზე მოხდა შეტაკება მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის. აღნიშნულ ტერაქტზე არავის არ აუღია პასუხისმგებლობა. ალექსანდრიის გუბერნატორმა ადელ ლაბიბმა ტერაქტში დაადანაშაულა ,,ალ–ქაიდა" და იგი დააკავშირა ერაყში ქრისტიანების ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმას. თუმცა ,,AP" როგორც აღნიშნავს ამის დამამტკიცებელი ნივთმტიკიცებულება ჩინოვნიკს არ გააჩნია და ამას იგი აკეთებს, რათა ყურადღება გადაიტანოს ქალაქში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებიდან სხვა თემაზე. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_934.html
| |||
განათავსა - Legatuss | 01 იან. 2011, 21:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.