ქართველი მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მოითხოვენ | საქართველოს ამბები | ||
რვა საატესტაციო გამოცდის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას ქართული სკოლების მოსწავლეები საქართველოს პარლამენტთან აწყობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი საატესტაციო გამოცდების გაუქმებას მე-11 და მე-12 კლასებისათვის მოითხოვენ, რადგანაც ეს განათლების სამინისტროს მხრიდან მოულოდნელი და არაფორმირებული გადაწყვეტილება იყო. მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაუგებარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრება ჯერ თვითონ განათლების სამინისტროშიც არ ჩამოუყალიბებიათ. მოსწავლეები ამბობენ, რომ მათ ძალიან ცოტა დრო რჩებათ ახალი გამოცდებისათვის მოსამზადებლად. ამას გარდა, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სწავლის წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ამგვარი სიახლეები უფროსკლასელთათვის გაუმართლებელია. მოსწავლეთა აქციას მხარი დაუჭირეს საქართველოს ლეიბორისტებმა. პარლამენტში კი გამოცდების გაუქმება გამართულ სესიაზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_93.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 14:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.