2010 წელს ექსპორტირებულ იქნა 14 595 008 ბოთლი ქართული ღვინო | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წელს ექსპორტირებულ იქნა 14 595 008 ბოთლი ქართული ღვინო. ოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში ექსპორტი 44 ქვეყანაში განხორციელდა. მათ შორის პირველ ადგილზეა უკრაინა (7 463 629 ბოთლი), მეორეზე - ყაზახეთი (2 061 933 ბოთლი), მესამეზე - ბელარუსი (1 170 341 ბოთლი). 2010 წლის განმავლობაში ქართული ღვინოს წარმოებისა და ექსპორტის ზრდა ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა. როგორც მან წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, თუ 2009 წელს ღვინის ქარხნებმა 13 მლნ 800 ათასი ბოთლი გამოუშვეს, 2010 წელს ამ მაჩვენებელმა 15 მლნ 800 ათასი შეადგინა. მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მეღვინეობის სექტორი თანდათანობით ვითარდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_927.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 დეკ. 2010, 19:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.