2011 წელს საქართველოში სავარაუდოდ 3 მლნ ტურისტი ჩამოვა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ტურიზმისა და კურორტების სააგენტო 2011 წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას პროგნოზირებს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ დღეს წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. სამუშაოები ჩატარდება როგორც საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციის, ისე შიდა ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით. სიდამონიძის თქმით, სააგენტო მომავალ წელს არა ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. მათ შორისაა ტურისტულ სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული პროექტები. სააგენტო ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებასაც აპირებს. 2010 წელს საქართველოს 2 054 382 ვიზიტიორი ესტუმრა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_923.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 21:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.