საქართველო აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან რეალურ ინვესტიციებს ელის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიიჩნევს, რომ 2011 წელს ყველაზე რეალურ ინვესტიციებს შეგვიძლია ველოდოთ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ამის შესახებ იუწყება „არმენპრესი“. „როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, რეალურად უნდა ვიაზროვნოთ. ახლაც და 2011 წელსაც ყველაზე რეალური ინვესტიციები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოვა. ეს ქვეყნები ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორებია“, - აღნიშნა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ასევე ინვესტიციების დაბანდების თვალსაზრისით დიდი ინტერესია ისრაელის მხრიდან. „ამ ქვეყნების გარდა, ჩვენ ვმუშაობთ ინვესტიციების მოზიდვაზე ევროპის ქვეყნებთან, ასევე აშშ-სა და კანადასთან“, - მიუთითა მან. რაც შეეხება 2011 წლის ეკონომიკის პრიორიტეტებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტები უწინდელი დარჩება, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონალური სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამას გარდა, მომავალ წელს სამინისტრო აქცენტის გაკეთებას აპირებს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_921.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2010, 20:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.