ჯავახიშვილი: ღირსეული ქვეყნისთვის ტურიზმი არ უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„ღირსეული ქვეყნისთვის ტურიზმი არ უნდა იყოს უპირველესი პრიორიტეტი“, - აცხადებს ეკონომიკური ფრთა „ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი. „მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებათა პიარი ძირითადად ტურიზმის განვითარებას ეფუძნებოდა. საპრეზიდენტო და სამთვრობო ფონდებიდან მხოლოდ სატელევიზიო რგოლებზე, მუსიკალურ კლიპებზე და მათ საერთაშორისო არხებზე განთავსებაზე 5.3 მლნ ლარი დაიხარჯა. მაგრამ ღირსეული ქვეყნისთვის ტურიზმი არ შეიძლება იყოს უპირველესი პრიორიტეტი. იქ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის 8%-ით, ხორცპროდუქტების, მაქსიმუმ, 37%-ით, ხოლო მათი ხარისხის კონტროლი ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ტურიზმის განვითარება უპერსპექტივოა“, - აცხადებს ჯავახიშვილი. მთლიანობაში ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ „მიმდინარე წელს საქართველომ საერთაშორისო არენაზე ეკონომიკური მიმზიდველობა დაკარგა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებაში გამოიხატა“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_909.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 17:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.