„საქართველოს რკინიგზის“ მოგება 100 მილიონით გაიზარდა | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
ეზუგბაიას თქმით, მიმდინარე წელს გაიზარდა მშრალი ტვირთისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვები. მან აღნიშნა, რომ წინა წელთან გაიზარდა მგზავრთა ნაკადი. ეკონომიკის მინისტრთან ერთად მან მიმდინარე წლის წარმატებული პროექტები შეაფასა და მომავალი წლის გეგმები განიხილა. ქობალიამ და ეზუგბაიამ სარკინიგზო მაგისტრალის ერთ-ერთი ნაწილი დაათვალიერეს, რომლის მშენებლობაც „საქართველოს რკინიგზის“ საკუთარი ძალებით ხორციელდება. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალ მაგისტრალზე მატარებლები საათში 120 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებენ. გამომდინარე აქედან, თბილისიდან ბათუმში გზას სულ რაღაც 3 საათი დასჭირდება. „ჩვენ ჩართულნი ვართ საინვესტიციო პროექტებში, რომელთაგან უმთავრესია თბილისის შემოსასვლელი გზა და ჩქაროსნული რკინიგზა“, - განაცხადა ეზუგბაიამ. მინისტრი კმაყოფილი დარჩა „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობით. როგორც ქობალიამ აღნიშნა, შემოსასვლელი გზის საშუალებით 3 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_908.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 17:18 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.