2010 წლის თბილისის ბიუჯეტი 11 526 ათასი ლარით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის თბილისის ბიუჯეტი 11 526 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ დედაქალაქის საკრებულომ მიიღო. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს სახსრები „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ პროექტს მოხმარდება. ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრმა დავით საგანელიძემ პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტები საკრებულოსთან შეთანხმებული არაა. თავის მხრივ, დეპუტატმა რესპუბლიკელებისაგან თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ დამატებითი სახსრები მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს მოხმარებულიყო, მითუმეტეს, რომ ამ სფეროში მრავალი პრობლემაა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს სოციალურ ასპექტსაც, ვინაიდან ახალ სამუშაო ადგილებს წარმოქმნის, ამას გარდა კი მის ფარგლებში მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_906.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 დეკ. 2010, 11:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.