კომპანია SOUDAL ქვეყანაში ქიმიური საშენი მასალის შემოტანას იწყებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბელგიური კომპანია SOUDAL საქართველოში ქიმიური საშენი მასალის შემოტანას იწყებს. SOUDAL-ის რეგიონალურმა წარმომადგენლებმა 22 დეკემბერს სასტუმრო „ამბასადორში“ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციაზე, რომელსაც საშენი ელექტრომასალის სხვადასხვა კომპანიებისა და მაღაზიათა მფლობელები ესწრებოდნენ, საქართველოში SOUDAL-ის წარმომადგენელი იაცეკ კრანი საუბრობდა კომპანიის მიერ წარმოებადი მასალის ასორტიმენტზე, პრაქტიკულობაზე, სარგებლობის წესებზე. ამას გარდა, მან მოწვეულ სტუმრებს SOUDAL-ის ქიმიური საშენი მასალის გამოყენების დემონსტრაცია მოაწყო. ბელგიური კომპანია დაახლოებით 5 ათას ქიმიურ საშენ მასალას აწარმოებს. მათ შორის ჰერმეტულ და სილიკონის წებოს, ქაფს პორების შესავსებად და ა. შ. კომპანიის საწარმოები მსოფლიოს 15 ქვეყანაში ფუნქციონირებს, ხოლო მათ მიერ წარმოებული პროდუქცია 105 ქვეყანაში იყიდება. SOUDAL-ის პროდუქცია უკვე თანდათანობით თბილისის მაღაზიებში ჩნდება. უახლოეს დღეებში კომპანია სპეციალურ მაღაზიას გახსნის, სადაც მხოლოდ SOUDAL-ის ქიმიური საშენი მასალა გაიყიდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, უახლოეს მომავალში ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნიან მაღაზიათა ქსელს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_904.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 19:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.