საქართველოში შაქრის გაძვირებაა მოსალოდნელი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში შაქარზე ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა. როგორც კომპანია „აგარის შაქარში“ აცხადებენ, წლის ბოლომდე მათ საკმარისი მარაგი აქვთ, ამიტომ პროდუქციის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა, მსოფლიოში შაქრის გაძვირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი წლიდან საქართველოში შაქარზე ფასთა ზრდა გარდაუვალი იქნება. განცხადების თანახმად შაქარი გაძვირდება. წლის ბოლომდე ერთი კვირაა დარჩენილი. კვირის განმავლობაში კი ფასთა ზრდის ტენდენცია არ შეიცვლება. ექსპერტები შაქრის მკვეთრ გაძვირებას ბრაზილიაში ცუდ მოსავალს და ინდოეთში იმპორტზე შეზღუდვებს უკავშირებენ. წლის დასაწყისიდან საქართველოში შაქრის ფასი 30-40%-ით გაიზარდა. დღეს ტომარა შაქარი 95 ლარი ღირს. სუპერმარკეტებში 1 კგ შაქრის ფასი 2.10-2.30 ლარს შეადგენს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_902.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 18:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.