წლის შემოთავაზებად ბანკ „რესპუბლიკის“ შემოთავაზება დასახელდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ეკონომიკურ პრობლემათა გამოკვლევის ცენტრმა ბანკ „რესპუბლიკის“ კრედიტებზე 11-პროცენტიანი განაკვეთის შემოთავაზება წლის შემოთავაზებად დაასახელა. ცენტრის ექსპერტთა შეფასებებით, მიმდინარე წელს ყველაზე მნიშვნელოვანი შემოთავაზება ბანკ „რესპუბლიკამ“ გააკეთა, შესთავაზა რა კლიენტებს კრედიტები 11 პროცენტად. მას ასევე მხარი დაუჭირა „თიბისი ბანკმა“. ექსპერტის შოთა მურღულიას თქმით, წლის განმავლობაში შესამჩნევი იყო „საქართველოს ბანკის“ აქტიურობაც, მაგრამ მან მხარი არ დაუჭირა ბანკ „რესპუბლიკის“ აქციას, რის გამოც ბანკს კლიენტების დაკარგვა შეუძლია. ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ბანკები კლიენტებს დეპოზიტებისათვის ბონუს-პროცენტებსაც სთავაზობდნენ, თუმცა კლიენტებისათვის ყველაზე მთავარი კრედიტებია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_901.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 18:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.