ბიზნესის ნაწილი მიმდინარე წელს გაყიდვების შემცირებას უჩივის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბიზნესის ნაწილი ჩივის, რომ მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით რეალიზაცია შემცირდა. „commersant.ge-ს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებით, კომპანიათა უმეტესობაში მიმდინარე წელს დაფიქსრიდა ზრდა, მაგრამ მათ შორის ისეთი კომპანიებიცაა, რომელთა მდგომარეობა გაუარესდა. ასე, ავეჯის კომპანია „ოსკოპელის“ მფლობელის ვანო ოსკოპელის განცხადებით, კრიზისიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერ ადრეა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიას არც ერთი ავეჯის შეკვეთა არ მიუღია. ამის მიზეზად კი ბიზნესმენი იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ ბანკებში კრედიტების მიღება უფრო გართულდა. კრიზისის გაგრძელების შესახებ რიგ სხვა კომპანიებშიც აცხადებენ. ასეთივე სიტუაციაა კომპიუტერულ კომპანია „გორბში“, სადაც აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით მათი კლიენტურა შემცირდა. ვერ დაიტრაბახებენ საქართველოში „მერსედესის“ წარმომადგენლობაშიც. „აკა-მერსედესის“ კომერციული დირექტორის ლაშა ლომიძის თქმით, წინა წელთან შედარებით კომპანიაში გაყიდვები არ გაზრდილა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში კომპანიათა ბრძოლა კლიენტთა გადახდისუნარიანობისათვის ბევრად უფრო მწვავეა, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ მსხვილი კომპანიები უფრო მცირე კომპანიებს შთანთქავენ. გამორიცხული არაა, დემპინგური ფასებიც დაწესდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_900.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 17:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.