თბილისის მეტროპოლიტენის ოპერატორები შესაძლოა კიდევ შეამცირონ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ახალი წლიდან მოსალოდნელია მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შემცირების ახალი ტალღა. ნახევრად შემცირებული მოლარე-ოპერატორთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. მეტროს სადგურებში უკვე გაჩნდა სპეციალური აპარატები, რომელთა საშუალებითაც შეივსება „მეტრომანის“ ბარათების ბალანსი. დანერგილი მომსახურების შედეგად მუშაობა უკვე 62 თანამშრომელმა დაკარგა. თბილისის საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, მერია აგრძელებს მეტროს თანამშრომელთა შემცირებას. მერიის საოზგადოებასთან კავშირების სამსახურში აცხადებენ, რომ მეტროში მომუშავე მოლარე-ოპერატორები მეტროპოლიტენის თანამშრომლები არ არიან და, შესაბამისად, მერიას მათი შემცირების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. მოლარეები არიან მეტროპოლიტების მოიჯარე კომპანია „მეტრო სერვის+“-ის თანამშრომლები. აღნიშნულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი წლიდან თანამშრომელთა შემცირება დაგეგმილი არ არის. მეტროს სადგურებში 191 მოლარე მუშაობდა, მაგრამ სისტემა „მეტრომანიზე“ გადასვლის შემდეგ განხორციელდა ოპტიმიზაცია და მათგან 62 გაათავისუფლეს სამსახურიდან, 4 კი სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_899.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 17:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.