„რუსთავი-2“ ლიდერობს ტელეკომპანიათა რეიტინგში | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„პრაიმ-ტაიმმა“ გამოაქვეყნა წლის რეიტინგები ტელეკომპანიებს შორის. ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით თბილისის მოქალაქეები იქნა გამოკითხული. გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა უფრო ხშირად უყურებს „რუსთავი-2“-ის გადაცემებს, მათ შორის ყველაზე ინტენსიურად მის საინფორმაციო პროგრამა „კურიერს“. საუკეთესო წამყვანად დასახელდნენ ასევე „რუსთავი-2“-ის წარმომადგენლები - ზაალ უდუმაშვილი და გვანცა დარასელია. რეიტინგებში ასევე ლიდერობს „რუსთავი-2“-ის პროგრამები: „დილა მშვიდობისა, საქართველო“ და „პროფილი“. დღის პროგრამებში ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის“ „დღის შოუ“. კომედიურ სერიალებში ლიდერობას ინარჩუნებს „შუა ქალაქში“ („იმედი“). მუსიკალურ პროგრამებს შორის პირველ ადგილზეა „ჯეოსტარი“ („რუსთავი-2“). პოლიტიკურ ტოკ-შოუებს შორის ლიდერია ტელეკომპანია „კავკასიის“ პროგრამა „ბარიერი“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_898.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2010, 17:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.