ტელეკომპანია „მაესტრომ“ აღადგინა მაუწყებლობა | საქართველოს ამბები | ||
ტელეკომპანია „მაესტრომ“ აღადგინა მაუწყებლობა. როგორც „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განაცხადა, ორი დღის განმავლობაში არხზე პროფილაქტიკური სამუშაოები ტარდებოდა და დღეს დილიდან არხი ჩვეულ რეჟიმში დაიწყებს მაუწყებლობას. ბექაურის თქმით, მაუწყებლობის შეჩერების საფუძველი ტექნიკური პრობლემები გახდა. „ყველა პრობლემა და ტექნიკური მიზეზები, ბუნებრივია, ფინანსებს უკავშირდება. ნაწილობრივ ფინანსური პრობლემები გადაიჭრა და ახლა ეთერში ჩვეულ რეჟიმში გავალთ“, - აღნიშნა ბექაურმა. ამასთან, კახა ბექაურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და კომპანია „რუსთავის მედიის მართვის ჯგუფს“ შორის ხელშეკრულების გაწყვეტა ნავარაუდევი არ არის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_892.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2010, 14:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.