პარიზის მთავარი აეორპორტი ,,შარლ დე გოლი'' შეიძლება სახურავის გარეშე დარჩეს | მსოფლიოს ამბები | ||
პარიზის აროპორტიდან 2000 ადამიანი იქნა ევაკუირებული თოვლის გამო. აეროპორტის ხელმძღვანელობამ განახორციელა ადამინთა სწრაფი ევაკუაცია სახურავის ჩამონგრევის ალბათობის გამო. პარიზის მთავარი აეორპორტი ,,შარლ დე გოლი" ნაწილობრივ იქნა ევაკუირებული პარასკევს, ერთ-ერთ ტერმინალის სახურავზე თოვლის მასის დაგროვების გამო. იტყობინებიან, რომ აეროპორტის შედარებით უსაფრთხო განყოფილებებიდან დაახლოებით 2000 ადამიანი იქნა ევაკუირებული. სახურავიდან ჩამოვარდა 30 სმ-ზე მეტი ნალექი თოვლის სახით. ამის შემდეგ აეროპორტის ადმინისტრაციამ მიიღო ტერმინალის დახურვის გადაწყვეტილება. აეროპორტის სახურავის ნახევარი ჯერ კიდევ 2004 წელს ჩამოინგრა, მალევე მას შემდეგ რაც გაიხსნა ახალი შენობა, მაშინ დაიღუპა 4 ადამიანი. პარიზში საახალწლოდ მოსალოდნელია ძლიერი ყინვები. პარასკევს თოვლის გამო ,,შარლ დე გოლის" აეროპორტში 400 ავიარეისი იქნა გადადებული. პარიზის აეროპორტს მეორე ადგილი უკავია ევროპაში ლონდონის ჰიტროუს შემდეგ რეისებისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_888.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 16:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.