ჭიათურის სკოლა-ინტერნატს საახალწლო საჩუქრები გადასცეს | საქართველოს ამბები | ||
განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი და ცენტრის თანამშრომლები დღეს ჭიათურაში #12 სკოლა-ინტერნატს ესტუმრნენ. მათ ინტერნეტის პედაგოგებსა და მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და კომპიუტერები და ტკბილეულობა გადასცეს. გია მამულაშვილის განცხადებით, ცენტრი გააგრძელებს საქველმოქმედო აქციას და განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ჭიათურის სკოლა-ინტერნატის მოსწავლეებს დაუთმობს. ამ მომენტისათვის ინტერნატში სწავლობს 31 მოზარდი შეზღუდული შესაძლებლობებით. საქველმოქმედო აქცია კომპიუტერული კომპანია „ალტასა“ და მაღაზია „ბაბილინას“ მხარდაჭერით ტარდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_887.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 15:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.