საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6.5%-ის დონეზე დაფიქსირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკის ზრდა 6.5 %-ის დონეზე დაფიქსირდა. როგორც „საქსტატი“ იტყობინება, მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა. მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 5 394.8 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 17.5%-ით მეტია. „მესამე კვარტალში გადამამუშავებელ მრეწველობაში დაფიქსირდა ზრდა 18.3%-ით, სასტუმრო და სარესტორანო ბიზნესში - 15.7%-ით; სატრანსპორტო მომსახურებებში - 13.9%-ით; ფინანსურ შუამავლობაში - 12.2%-ით; ვაჭრობაში - 11.7%-ით. - აცხადებენ „საქსტატში“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_883.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 15:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.