სააკაშვილი: ვინც მესტიაში სასტუმროს ააშენებს, საჩუქრად მიწას მიიღებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიხეილ სააკაშვილს უკვირს, თუ „რატომ სძინავს კერძო სექტორს“ და სვანეთში სასტუმროთა მშენებლობისათვის აქტიურობას არ ავლენს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სასტუმროები შენდება ბათუმსა და გუდაურში, რაც მისასალმებელია, მაგრამ ამ ადგილებისაგან განსხვავებით, სვანეთში ტურისტული სეზონი მთელი წელი გრძელდება. „ჩვენ შეგვეძლო მესტია თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოგვეცხადებინა, მაგრამ ამას არ ვიზამთ“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ბიზნესმენი, რომელიც მესტიაში სასტუმროს ააშენებს, უფასოდ მიიღებს მიწას, 1 ლარის ოდენობის სიმბოლურ ფასად. „გადასახადებისაგან გათავისუფლება კი ყველამ დაივიწყოს. ყველას მოვუწოდებ, სანამ მესტიაში ჯერ კიდევ არის მიწა, გაახილონ თვალები და გამდიდრდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_879.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 15:24 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.