სააკაშვილი ოთხ წელიწადში სვანეთში ნახევარ მილიონ ტურისტს ელოდება | საქართველოს ამბები | ||
მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ოთხ წელიწადში სვანეთი ნახევარ მილიონ ტურისტს მიიღებს. „მიმდინარე წელს მესტიას 20 ათასი უცხოელი ტურისტი ესტუმრა და ეს ჩვენ არ გვაკვირვებს. ოთხი წლის შემდეგ აქ, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ტურისტი იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მესტიაში მთავრობის გამსვლელ სხდომაზე. მისი თქმით, მალე გაიხსნება აეროპორტები ფოთსა და ქუთაისში, რაც მესტიაში ჩასვლას უფრო მარტივს გახდის. „შენობათა აღდგენა მთლიანად უნდა დასრულდეს. მესტია ისეთივე კურორტი უნდა გახდეს, როგორიცაა შვეიცარიისა და ავსტრიის კურორტები, და ეს სრულად შესაძლებელია. ტურისტთა მოსაზიდად კი აუცილებელია სარეკლამო კამპანია“, - განაცხადა სააკაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_878.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 15:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.