კომპანია „დექსუსის“ ხელმძღვანელობას თბილისის საქალაქო შეკრებაზე გამოიძახებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ მეპაიეები, რომლებიც მათთვის გაკეთებული წინადადებებით უკმაყოფილონი არიან, დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ქრისტიან-დემოკრატების წევრს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ. როგორც მეპაიეებმა განაცხადეს, ყოფილ მშენებლებთან - კომპანია „ცენტრ პოინტთან“ - მათ გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება მათთვის ე. წ. „თეთრი კარკასების“ გადაცემის შესახებ. მაგრამ მას მერე, რაც „ცენტრ პოინტის“ მმართველობა „დექსუსში“ გადავიდა, ამ კომპანიის ხელმძღვანელობა მხოლოდ „შავ კარკასზე“ იძლევა გარანტიებს. ამას გარდა, „დექსუსი“ მათგან დამატებით დღგ-ს ითხოვს. ჯაბა სამუშიამ „დექსუსის“ მეპაიეებს კომპანიის ხელმძღვანელობის საკრებულოში გამოძახებასა და მათთან დალაპარაკებას შეპირდა. „ჩვენ მათ საკრებულოში იანვარში გამოვიძახებთ და ყველა თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემას მოვთხოვთ“, - თქვა მან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_876.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 15:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.