მედვედევი: ჩვენ შემდეგშიც გავაგზავნით ჯაშუშებს | საქართველოს ამბები | ||
დიმიტრი მედვედევმა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას სკანდალზე აშშ-დან ათი რუსი ჯაშუშის გაგზავნის თაობაზე, თქვა, რომ სპეცსამსახურებში მომუშავე ყველა პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოქალაქეა და ნებისმიერ მსხვილ სახელმწიფოს არალეგალური დაზვერვის სამსახური აქვს. „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენს სპეცსამსახურებში მუშაობს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოქალაქეა. ისინი არ არიან გმირები, რომლებიც სახელმწიფომ დასაკლავად გადასცა... მთავარი ამოცანა ჩვენი ადამიანების გამოყვანა იყო, მათ შორის და, უპირველესად, იმიტომ, რომ მაშინვე ვთქვი - ესენი რუსეთის მოქალაქეები არიან. მეტიც, ცოტახნის წინ საგარეო დაზვერვის სამსახურს შევხვდი და განვაცხადე, რომ მომავალშიც ასე მოვიქცევით. რაც შეეხება დაზვერვას, ის სხვადასხვანაირი არსებობს და ვინც ამბობს, რომ მას არა აქვს არარეგალური დაზვერვა, იტყუება; ან საუბარია ძალიან პატარა სახელმწიფოზე, რომელსაც გეოპოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია“, - თქვა მედვედევმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_872.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2010, 12:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.