საქართველო გეგმავს იარაღის უკრაინიდან შეძენას | საქართველოს ამბები | ||
საქართველო გეგმავს იარაღის უკრაინიდან შეძენას. ამის შესახებ განაცხადა ვიცე-სკიპერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ჟურნალთან ,,Эксперт-Украина" მიცემულ ინტერვიუში. ,,არ ვისაუბრებ დეტალებზე, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილება ჩვენი სამხედროების მიერ, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ ვგეგმავთ შევიძინოთ უკრაინაიდან შეიარაღება, მიუხედავად სხვა მომწოდებელი სახელმწიფოების კონკურენციისა", - განაცხადა მან. ,,ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში ეფუძნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. უკრაინას აქვს სერიოზული პოტენციალი სამხედრო სფეროში და სრულიად ლეგიტიმურია მისი მიწოდება. მათ შორის რატომაც არ შეიძლება მყიდველი იყოს საქართველო, რომელთანაც აქვს კარგი ურთიერთობები?" - იკითხა მან. ,,მით უმეტეს, მიუხედავად რუსული მხარის წინააღმდეგობისა, ასეთ სახის ვაჭრობა ჩვენს ქვეყანასთან, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, არაფრით არ იზღუდება", - დაამატა ბარამიძემ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ,,რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არ მოხდეს ქართული ჯარის შეიარაღება, რომ მან ვერ მიაღწიოს ნატოს სტანდარტებს". ,,ამიტომ რუსეთ ყველანაირი გზით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს იარაღის მიმწოდებელ ქვეყნებზე", - დაამატა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_870.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 12:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.