რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხანა იწვის | მსოფლიოს ამბები | ||
მეხანძრეები ხუთშაბათ საღამოდან მოყოლებული ებრძვიან ხანძარს ტანკების მწარმოებელი ქარხანაში ,,БТРЗ", რომელიც მდებარეობს სოფელ ატამანოვკას მახლობლად, როგორც ,,РИА Новости" იტყობინება ამ რეგიონის სამართალდამცავი ორგანოებზე დაყრდნობით. ,,ჩვენი ინფორმაციით ხანძარი გუშინ გაჩნდა ქარხნის შენობაში, შემდეგ კი გადაედო სახურავს. ხანძარს მთელი ღამე აქრობდნენ და თითქოსდა ჩააქრეს, მაგრამ დილას ცეცხლი კვლავ გაჩნდა და მისი ჩაქრობა გაგრძელდა", - იტყობინება სააგენტო. მისი თქმით ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს უსაფრთხოების ზომების დაუცველობა, ხელსაწყოების სარგებლობისას. კრავაევოს საგანგებო სიტუაციის სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ,,РИА Новости" მიერ გაშუქებულ ,,БТРЗ" ქარხანაში მომხდარ ხანძარზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_867.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.