,,კავკასიურ სახლში" გაიმართა საჯარო დებატები | საქართველოს ამბები | ||
დღეს ,,კავკასიურ სახლში" გაიმართა საჯარო დებატები შემდეგ თემაზე: ,,ახალგაზრდათა შეხედულება საქართველო-აფხაზეთის კონპლიქტზე და მისი რეგულირების გზები". პროექტის ორგანიზატორია ახალგარდული ორგანიზაცია ,,პირველები". იგი ხორციელდება ევროკავშირის პროექტის ,,აქტიური საზოგადოება მშვიდობიანი ინიციატივის გარანტი". სტუდენტებთან ერთად დებატებში მონაწილეობა მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ახალგაზრდების საქმეებისა და სპროტის რეგიონალური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი მეგრელიშვილი და ,,ახალგაზრდთა ფორუმის" თავმჯდომარე შალვა კიკნაველიძე. ორგანიზაცია ,,პირველების" ხელმძღვანელის კოტე ჩოკორიაიას განცხადებით, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. ,,პროექტი ფარგლებში ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ახალგაზრდებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, ვეცნობით მათ შეხედულებას კონფლიქტების მოგვარების საკითხში" - განაცხადა მან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_866.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 10:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.