ბურჯანაძემ ქართველი ჟურნალისტებს კომენტარზე უარი განუცხადა | საქართველოს ამბები | ||
,,დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უარი განუცხადა ჟურნალისტებს რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე რუსეთში მისი სამუშაო ვიზიტით სტუმრობასა და სხვა საკითხების თაობაზე. ბურჯანაძე თბილისში დღეს დილით ადრე ჩამოვიდა და მან განაცხადა, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. ,,მე დილის 5 საათზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი", - თქვა მან. ბურჯანაძეს ჟურნალისტები ძირითადად კითხვებს უსვამდნენ მისი ქმრის - ბადრი ბიწაძეს - შესახებ და სთხოვდნენ კომენტარი გაეკეთებინა გაზეთ ,,ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალური სტატიების თაობაზე, რომელთა თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს შორის გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკებები. გაზეთის წარმომადგენლის განცხადებით ამ ინფორმაციის წყარო ბადრი ბიწაძე იყო. ,,მე როდესაც ვითხოვ ეთერში დროს კომენტარის გასაკეთებლად, მაშინ უარს მეუბნებით. მე არ ვიცი რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი დილის 5 საათზე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_862.html
| |||
განათავსა - Legatuss | 24 დეკ. 2010, 10:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.