aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 კავკასიის კონტრაბანდული გზები გამდიდრებული ურანისთვის მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
     ატომური იარაღის საწარმოებლად გამოსაყენებელი ურანი იყიდება კავკასიის შავ ბაზარზე, იტყობინება The Guardian, საქართველოში ორ სომეხზე  მიმდინარე დახურულ სასამართლო პროცესზე, რომლებმაც აღიარეს დანაშაული გამდიდრებული ურანი კონტრაბანდასთან დაკავშირებით.

 


     ძიების შედეგად გაირკვა რომ მთავარი შემადგენელი ნაწილი ატომური ბომბის დასამზადებლად შეიძლება მოიძებნოს შავ ბაზარზე და საკმაო ადვილად იქნას გადატანილი ამერიკელთა ფულით აგებულ ძვირადღირებული რადიაციის აღმომჩენი მოწყობილობებით აღჭურვილ, ყოფილი სსრკ-ს, საზღვარზე. გამომცემლობა აღნიშნავს რომ ჯერ-ჯერობით  უცნობია რა რაოდენობის რადიოაქტიური ნივთიერება არის შავ ბაზარზე და შეისყიდეს თუ არა იგი უკვე ექსტრემისტთა დაჯგუფებებმა.
 

     ბოლო წლებში მილიარდობით დოლარი იქნა დახარჟული იმისათვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სათანადო დონეზე ატომური ობიექტების დაცულობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი რუსეთში, მაგრამ გაუგებარია რა რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება იქნა მოპარული მანამდე.
  

   ვარაუდობენ რომ ის ურანით, რომლითაც ვაჭრობდნენ სუმბატ ტონოიანი და გრანტ ოგანიანი მოპარული იყო რამდენიმე წლის წინ. აშშ-ში ჩატარებული ტესტით გამოვლინდა რომ ურანი გამდიდრებული იყო 89,4%-ით და შეიძლებოდა მისი გამოყენება ატომური ბომბის დასამზადებლად. დაკავებულთ აღმოაჩნდათ მხოლოდ 18გრ რადიოაქტიური ნივთიერება, მაგრამ მომწოდებელმა სომხეთში თქვა რომ მას კიდევ აქვს. ყოფილმა 63 წლის ფერმერმა  ტონოიანმა და 59 წლის მეცნიერმა ოგანიანმა ურანი გადაიტანეს ერევანი-თბილისი მიმართულების მატარებლით , განთავსებული სიგარეტის კოლოფში, დაფარული ტყვიის გარსით.
  

   მყიდველთან შეხვედრა უნდა მომხდარიყო თბილისში 11 მარტს: სომხები ვარაუდობდნენ რომ ურანს ყიდიდნენ ისლამურ დაჯგუფების წარმომადგენელზე, თუმცა ეს იყო ფარულად მომუშავე მილიციელი. გამომცემლობა აღნიშნავს - ,,ეს არის მესამე შემთხვევა ბოლო შვიდ წელიწადში, როდესაც ამოიღეს გამდიდრებული ურანი საქართველოში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ რეგიონში 21-ჯერ ამოიღეს და აღკვეთეს ატომური ბომბის დასამზადებლად  საჭირო ხარისხის რადიოაქტიური ნივთიერების მოპარვის მცდელობა. თითოეულ შემთხვევაში ნივთიერების დაკარგვა ვერ იქნა დაფიქსირებული, უმრავლესად იპარავდნენ ატომური ობიექტების თანამშრომლები."
  

   საქართველოში დაფიქსირებულ სამ შემთხვევას რაც შეეხება, არის მტკიცებულება მათი კავშირისა  ნოვოსიბირსკში მდებარე ატომური საწვავის საწარმოსთან. თუმცა ,,2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ დაძაბული ურთიერთობის გამო შეუძლებელია გაირკვეს ნივთიერებების წარმომავლობა".
 

    ,, დიდია ალბათობა იმისა რომ ნივთიერებები მოპარული იქნა 1990-იანი წლების დასაწყისში ან შუა რიცხვებში, როდესაც ბევრი რადიოაქტიური ნივთიერება დაიკარგა. იგი სადღაც დამალულია და დროდადრო ვიგაც ცდილობს მოძებნოს ახალი მყიდველები" ახმოვანებს გამომცემლობა რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ სპეციალიზირებული ჯგუფის ხელმძღვანელის არჩილ პავლენიშვილის სიტყვას. - ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა არაა და კიდევ იქნება".
წყარო - ekonbez.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_86.html
განათავსა - Legatuss | 09 ნოემ. 2010, 12:37 | ახალი ამბები »
 

"კავკასიის კონტრაბანდული გზები გამდიდრებული ურანისთვის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 04 დეკემბერი 2024
  • English Georgian