„პოპულის“ ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
სავაჭრო ქსელ „პოპულის“ გენერალურმა დირექტორმა კომპანიის მენეჯმენტი აღმასრულებელ დირექტორს არჩილ მელიქიძეს გადასცა. მენეჯმენტში ასეთ ცვლილებას იმით ხსნიან, რომ ევგენი ფიჩხაია აქცენტს აკეთებს ახალი ბიზნესის განვითარებაზე. „მსურს, რომ „პოპულის“ ჯგუფმა განაგრძოს აქტიური მუშაობა და ბრენდის წარმატება განავითაროს. ვფიქრობ, კომპანიის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანე და დღეს „პოპული“ იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც ჩემი ყოფნის აუცილებლობა არაა. მე მაქვს პროექტი, რომლის განხორციელებას უკვე შევუდექი“, - აღნიშნა ფიჩხაიამ. მის ვალდებულებებს დროებით ასრულებს არჩილ მელიქიძე მანამ, სანამ სამეთვალყურეო საბჭო შემნაცვლელს არ ნახავს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_850.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 დეკ. 2010, 14:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 2 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.