საქართველოს მთავრობა გადაიხდის მასაჩუსეტსის ინსტიტუტში საქართველოს მოქალაქეთა სწავლისსაფასურს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშჯინი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელს დოქტორ ჯონ დესფორჯს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და მასაჩუსეტსის ინსტიტუტს (აშშ) შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხი. 2011 წლის მარტში იგეგმება საქართველოში ინსტიტუტის პროფესორთა ვიზიტი და მათი მონაწილეობა კვლევებში. ისინი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ აშენებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ჩატარდება. შაშკინის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დააფინანსებს ყველა მოქალაქეს, რომლებიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტის მაგისტრატურაში სწავლის უფლებას მიიღებენ. ინსტიტუტი მსოფლიოში საინჟინრო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროფილის განხრით ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_849.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 დეკ. 2010, 14:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.