ავეჯის ქართველი მწარმოებლები ზრდიან წარმოებას | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ავეჯის ქართული მწარმოებელი კომპანია „რანდი“ გეგმავს საძინებელი გარნიტურების ახალი კოლექციის გამოშვებას. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მათ განზრახული აქვთ ფართო არჩევანის წარმოდგენა როგორც საფასო სეგმენტში, ისე დიზაინის თვალსაზრისით. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტანდარტულ გარნიტურასთან ერთად კოლექციაში შევა საბავშვო საძინებელი კომპლექტებიც. კომპანია „რანდის“ საძინებელი გარნიტურების ფასი 980-4 ათას ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და ორი მაღაზია აქვს ბათუმსა და თბილისში. კიდევ ერთი ქართული კომპანია „ჯი სერვისი“ უცხოურ ბაზარზე გასვლას გეგმავს. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ხალვაში აცხადებს, კომპანია ექსპორტის დაწყებასა და ინვესტორთა მოზიდვას გეგმავს. მისი თქმით, კომპანია „ჯი სერვისის“ ავეჯი უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით იყიდება აზიის ქვეყნების ბაზრებზე, ამიტომ კომპანიამ საექსპორტო ბაზრის გაფართოება გადაწყვიტა. ამას გარდა, კომპანია საქართველოში ფილიალთა ქსელის გაფართოებას გეგმავს. კომპანია ქართულ ბაზარზე 12 წელია ფუნქციონირებს. საწარმო ამზადებს ექსკლუზიურ ავეჯს ინდივიდუალური შეკვეთებითაც, ამასთან აქვს შემოთავაზებათა ფართო ასორტიმენტი, მათ შორის საძინებელი და სამზარეულოს ავეჯი. დღეისათვის კომპანიას თბილისში 2 შოუ-რუმი აქვს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_848.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 დეკ. 2010, 14:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.