სადაზღვევო კომპანია „ირაო“ შვიდ აფთიაქს გახსნის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წელს სადაზღვევო კომპანია „ირაო“ საკუთარი სააფთიაქო ქსელის შექმნას დაიწყებს. რადიო „კომერსანტის“ ინფორმაციით, ქსელის სახელწოდება იქნება „შენი აფთიაქი“. უცნობია, რატომ გადაწყვიტა „ირაომ“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქტივირება და როდის გაჩნდება პირველი აფთიაქი. ბაზარზე ახალი მოთამაშის შესაძლო გამოჩენას მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები გამოეხმაურნენ. „PSP“-ის დამფუძნებლის თქმით, სადაზღვევო კომპანიებისათვის ფარმაცევტული ბაზარი მიმზიდველი ხდება. კახა ოქრიაშვილის განმარტებით, სადაზღვევო კომპანიები აშენებენ საავადმყოფოებს, მათში აფთიაქების არსებობა კი აუცილებელია და შესაძლოა სწორედ ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი „ირაოს“ გადაწყვეტილებაში. მაგრამ, მისი სიტყვებით, თუ კომპანია ფილიალებს საავადმყოფოს გარეთაც გახსნის, მაშინ ბაზარზე მსხვილ მოთამაშედ იქცევა. „ალფას“ გენერალური დირექტორის მოსაზრებით, „ირაოს“ ხელმძღვანელობამ შესაძლოა მიიჩნია, რომ მათთვის ფარმაცევტულ სფეროში საქმიანობა უფრო მომგებიანი იქნება. ედუარდ ცხოვრებაძის თქმით, შედეგები ქსელის გახსნის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ახალი მოთამაშე აუცილებლად გაზრდის კონკურენციას ბაზარზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_845.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2010, 15:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.