2010 წლის მესამე კვარტალში მრეწველობის ბრუნვამ 1 352.0 ლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს სამრეწველო ბრუნვამ 1 352.0 ლარი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი, და 9%-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტლის მაჩვენებელი. მესამე კვარტალში წარმოებულ იქნა 1 204.0 მლნ ლარის პროდუქცია, რაც 12%-ით მეტია, ვიდრე 2010 წლის მეორე კვარტალში. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამრეწველო სფეროში დასაქმებულთა რიცხვმა 87 706 ადამიანი შეადგინა. ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით საანგარიშო პერიოდში გამოშვებული პროდუქციის 78.9% მოდის გადამამუშავებელ სექტორზე (მეორე კვარტალთან შედარებით მესამე კვარტალში გადამამუშავებელი სექტორის პროდუქცია 17.2%-ით გაიზარდა). გადამამუშავებელ სექტორს მოსდევს წყლისა და ელექტროენერგიის წარმოება და გადანაწილება - 15.3% და სამთომომპოვებელი მრეწველობა - 5.8%. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_844.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2010, 15:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.