ამერიკაში გამოუშვეს რომანი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ | საქართველოს ამბები | ||
ამერიკულმა გამოცემა „Alliance Pub“-მა გამოსცა გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი „IRATTA.RU“. ამის შესახებ იტყობინება “GHN“. რომანში აღწერილია მოვლენები, რომლებსაც 2008 წლის 8 აგვისტოს ჰქონდა ადგილი. პროექტის ავტორთა თქმით, რომანის მიხედვით შეიქმნება კომპიუტერული თამაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ იმას, თუ რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში. დაგეგმილია წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნა. მანამდე კი, რომანის პრეზენტაცია გაიმართება თბილისში, ხოლო შემდეგ - ნიუ-იორკში. რომანის პრეზენტაცია თბილისში 26 დეკემბერს, 14:00 საათზე NEW ARTკაფეში მოეწყობა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_842.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2010, 12:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.