საქართველოში დაქირავებული მუშების საშუალო ხელფასია 609,5 ლარი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში დაქირავებული მუშების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 609,5 ლარი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში იტყობინებიან, მოცემული მაჩვენებელი 7.2%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 1.8%-ით - წინა კვარტლის მაჩვენებელს. „საქსტატის“ მონაცემებით, მესამე კვარტალში დაქირავებულ მამაკაცთა საშუალო ნომინალურმა ხელფასმა შეადგინა 736,3 ლარი, ხოლო დაქირავებულ ქალბატონთა ხელფასმა - 433,8 ლარი. ამასთანავე, სამეწარმეო სფეროში დაქირავებულთა საშუალო ხელფასმა 621,3 ლარი, ხოლო არასამეწარმეო სფეროში - 595,3 ლარი შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_841.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2010, 11:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.