ვლადიმერ პუტინმა და ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში შეხვედრა გამართეს | საქართველოს ამბები | ||
დღეს მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეხვედრა. ამის შესახებ იუწყება “GHN“. როგორც ნინო ბურჯანაძის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, შეხვედრა გაიმართა „პოკლონნაია გორაზე“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველ მეომართა საპატივსაცემოდ დაყენებული მემორიალის გახსნის შემდეგ. „მსურს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესთა გათვალისწინებით მემორიალის გახსნა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის დასაწყისი იყოს, ვინაიდან მხოლოდ ურთიერთობის ნორმალიზაციითაა შესაძლებელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების დარეგულირება და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგება, რაც, ერთმნიშვნელოვნად, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის“, - თქვა ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „ვფიქრობ, მემორიალის გახსნა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს ეძღვნება, კარგი სიმბოლური ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის რეგულაციის გზაზე“. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_836.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2010, 17:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.