საქართველოს მთავრობამ ბიზნესემენებს დაუბრუნა 170 მლნ. ლარი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენებს 170 მლნ. ლარი დაუბრუნა. ამის შესახებ განაცხადა სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით ეს თანხა, რომელიც ბიუჯეტმა მიიღო დღგ-ს სახით, დაბრუნებული იქნა უკან პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ინიციატივით ბიზნესის განვითარების ფარგლებში. ,,ეს თანხა 574 კომპანიამ მიიღ უკან და ისინი გაშვებული იქნა მიმოქცევაში, წარმოებისა და ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად", - აღნიშნა გილაურმა. მისი თქმით ფულადი სახსრების ასეთ დაბრუნება დადებითად აისახება ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. პრემირმა განმარტა, რომ თანხის დაბრუნება შესაძლებელი გახდა მშპ-ს გაზრდით. ,,ამ წელს მშპ-ს გაზრდამ შეადგინა 6%, ხოლო მეოთხე კვარტალში შპს-ს მატებამ - 32%, რაც თავისთავად აისახება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე", - აღნიშნა პრემიერმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_835.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 17:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.