ლევან ბეჟაშვილმა 2011 წლისთვის კონტროლის პალატის 10 პრიორიტეტი დაასახელა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა დაასახელა პალატის საჯარო ინტერესთა ჩამონათვალი და პრიორიტეტები 2011 წლისთვის. „განსაკუთრებულ საჯარო ინტერესთა ჩამონათვალის გათვალისწინებით განსაზღვრულ იქნა პალატის 10 პრიორიტეტი 2011 წლისთვის. მათ შორისაა თბილისის თვითმმართველობა, დასჯისა და თავდაცვის შესრულების სისტემა, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აუდიტი არ ჩატარებულა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, პალატაში შეიქმნება სპეციალური სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულად თბილისის ბიუჯეტის კონტროლზე იმუშავებს. „წინასწარი მონიტორინგის შედეგად ჩვენ უკვე გამოვავლინეთ პრობლემური საკითხები დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მოცემული ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მოცემულ სტრუქტურას და სახსრების ხარჯვაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა. მას მიაჩნია, რომ 2010 წლისთვის დადგენილი გეგმები ეფექტურად განხორციელდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_834.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2010, 17:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.