საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმინდა სინოდის კრება. კრების დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროოლოტი ანტონი ჟურნალისტებს ესაუბრა. მან თქვა, რომ წმინდა სინოდზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სპეციალური განცხადება გაკეთდება. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონს არ დაუკონკრეტებია თუ რა საკითხები იქნა განხილული კრებაზე. საპატრიარქოში წმინდა სინოდის კრება მიმდინარეობდა 3 საათის განმავლობაში. მას ხელმძღვანელობდა საქართველოს პატრიარქი ილია II. კრებას ესწრებოდა საქართველოში მყოფი ყველა ეპისკოპოსი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_833.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 17:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 10 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.