საქართველოსა და ჩეხეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, ხოლო ჩეხეთის მხრიდან კი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ივან იესტრაბმა. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ლეგალურ ბაზას ქართული და ჩეხური ავიაკომპანიებისათვის, რათა მათ განახორციელონ საჰაერო მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, რეისები განახორციელონ წინასწარ დადგენილი კვოტების გარეშე. ამასთან, საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ფრენის რეჟიმის ლიბერალიზება, რის გარანტიასაც ხელმოწერილი დოკუმენტი იძლევა, საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს, საკუთარი შეხედულებით განსაზღვრონ ფრენის სიხშირე და მომსახურების ტარიფი. წყარო - economy.gov.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_83.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 11:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.