საქართველოში ზამთრის ტურიზმი თოვლის მოლოდინშია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე საქართველოს ზამთრის კურორტებზე 100 ათასამდე ტურისტის ჩამოსვლას პროგნოზირებს. როგორც სიდამონიძე აცხადებს, გუდაურში, ბაკურიანსა და მესტიაში ზამთრის საკურორტო სეზონის გახსნა იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის მოვა თოვლი. მისი თქმით, თოვლი უკვე წამოვიდა, მაგრამ იგი თხილამურებზე საკატაოდ არასაკმარისია. „სეზონი რეალურად დაიწყო, მაგრამ ოფიციალურად დაახლოებით 23 დეკემბრის შემდეგ გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, ახალი წლისთვის სასტუმროებში ტურისტთა დანაკლისი აღარ იქნება“, - განაცხადა სიდამონიძემ. მისივე სიტყვებით, ტურიზმის სააგენტო უკვე მუშაობს სარეკლამო რგოლებზე, რომლებიც ქვეყანას ტურისტთა უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვაში შეუწყობს ხელს. „ჩვენ უკვე ვმუშაობთ სარეკლამო რგოლებზე, რომლებიც ქართულ ტელეეთერში გავა. ასევე გვსურს განვათავსოთ გარე რეკლამები და სარეკლამო ბანერები მეზობელი ქვეყნების წამყვან ვებ-გვერდებზე, რაც საქართველოს ზამთრის ტურისტული კურორტების ტურისტულ მიმზიდველობას აამაღლებს“, - განაცხადა სიდამონიძემ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_829.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 დეკ. 2010, 13:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.