მიხეილ სააკაშვილი 43 წლის გახდა | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 წლის გახდა. მიხეილ სააკაშვილი 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაირიცხა ედმუნდ მასკის პროგრამით. 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. 1995-1996 წლებში ვაშინგტონში, სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტურანტურაში. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1995 წლიდან დაიწყო. იყო პარლამენტის წევრი, იუსტიციის მინიტრი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. "ვარდების რევოლუციის შემდეგ", 2004 წლის 4 იანვარს, სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გაიმარჯვა და ქვეყნის პირველი პირი უკვე მეორე ვადით გახდა (2008 წ. 5 იანვარი). სად და როგორ აღნიშნავს ქვეყნის პირველი პირი საკუთარ დაბადების დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე არ იციან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილი იუბილეს, მოკრძალებულად აღნიშნავს, რადგან ზეიმი არ ახასიათებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_822.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 12:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.