უკრაინის მასმედია და ტურისტული სააგენტოები საქართველოს გაეცნობიან | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
უკრაინის მასმედიისა და წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცახდებით ორშაბათს, პრეს-ტურის ფარგლებში 15 უკრაინელი ჟურნალისტის შემადგენლობის ჯგუფი ესტუმრა ბათუმს, სადაც ისინი გაეცნენ საქართველოს შავი ზღვის ტურისტული ზონის პოტენციალს. ,,პრეს-ტურის მონაწილენი საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ და მათ კარგი შთაბეჭდილება დარჩათ, რადგან ნახეს ყველაფერი ის, რაც მოიზიდავს პოტენციურ ტურისტს", - აღნიშნეს დეპარტამენტში. დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, მომზადებულია რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და მას გააცნობენ უკრაინის მოსახლეობას ტელევიზიითა და ბეჭდური გამომცემლობის გამოყენებით. ,,აჭარის გარდა უკრაინელი ჟურნალისტებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა მოინახულეს სვანეთი და კახეთი. აგრეთვე იგეგმება მათი სტუმრობა გუდაუთის სათხილამურო კურორტზე", - აღნიშნა პრეს-სამსახურმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_821.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 11:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.