ქართველ ექიმებს აუკრძალებათ წამლების რეკლამირება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პარლამენტმა 84 მომხრე ხმით დაამტკიცა ცვლილებები შემდეგ კანონებში: ,, ჯანდაცვის შესახებ", ,,ექიმის საქმიანობის შესახებ" და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამ ცვლილებების თანახმად 2011 წლის 1 იანვრიდან სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს აეკრძალებათ ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის რეკლამირებაში მონაწილების მიღება. აგრეთვე კანონპროექტის თანახმად ექიმებს აეკრძალებათ სამედიცინო რეცეპტის გამოწერა რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის ბლანკებზე და მათი წამლების რეკომენდირება კონსულტაციისას. აღნიშნული კანონის დარღვევის პირველ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, განმეორებისას - ჯარიმა გაორმაგდება. ცვლილებები ძალაში შევა 2011 წლის 1 იანვრიდან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_820.html
| |||
განათავსა - Legatuss | 21 დეკ. 2010, 11:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.