Yahoo! და AOL გაერთიანებაზე დაფიქრდნენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ამერიკული ინტერნეტ-კომპანია AOL-ის ფინანსურმა მრჩეველებმა შეთავაზეს მას განვითარების რამდენიმე სცენარი, მათ შორის გაერთიანება კონკურენტ Yahoo!-თან. ამის შესახებ წერს The Wall Street Journal. მანამდე კომპანიათა გაერთიანების საკითხი უკვე განიხილებოდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აღნიშნული სცენარის განხორციელების გზაზე ძირითად სირთულეს წარმოადგენს აუცილებლობა Yahoo-სათვის, დამოუკიდებელი გახადოს თავისი აზიური აქტივები, კერძოდ: Yahoo! Japan და Alibaba Group. AOL-ის ხელმძღვანელის ტიმ არმსტრონგის თქმით, თანამშრომლობა ორივე კომპანიისათვის ხელსაყრელი იქნება, ვინაიდან ისინი მსგავს ბიზნესს აწარმოებენ. თუმცა, მან აღნიშნა, რომ AOL დამოუკიდებელი სტრუქტურის სახითაც არის პერსპექტიული. პირდაპირი გაერთიანების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება კერძო საინვესტიციო კომპანიის შექმნა, რომელიც მართვას გაუწევს Yahoo!-სა და AOL-ის საერთო აქტივებს. უკანასკნელ დროს AOL-მა ბაზარზე დიდი აქტიურობა განავითარა. სექტემბერში მან ქსელური კონტენტის შემმუშავებელი კომპანია 5min, ასევე ტექნობლოგი TechCrunch შეიძინა. AOL-სა და Yahoo!-ს გაერთიანება საშუალებას მისცემს კომპანიებს, ინტერნეტ-რეკლამის გლობალურ ბაზარზე უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავონ. უახლოეს მომავალში ეს ბაზარი შეიძლება 2.5-ჯერ გაიზარდოს, კერძოდ, ვიდეოკონტენტის ფართო გავრცელების წყალობით. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_82.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ნოემ. 2010, 11:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.